Home რეგიონი რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ქალაქ რუსთავს კიდევ ერთი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება. მეათე საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. პროექტის შედეგად,  მოხდა არსებული შენობის დემონტაჟი  და ავარიული შენობის ადგილზე  ახალი ორსართულიანი ბაღი შენდება.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთდ გაეცნო.
საბავშვო ბაღი 6 ჯგუფსა და 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, რომელიც აღიჭურვება გათბობით, ვენტილაციით, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით. ნოემბრიდან ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე ფინანსდება.
ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საბავშვო ბაღი შენდება და 24-ს რეაბილიტაცია უტარდება, რომლისთვისაც, ჯამში, 4  მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here