
კიდევ ერთი თეატრალური სეზონის გახსნა!
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ხელოვნების ცენტრი წარმოგიდგენთ ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლს – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი, სანდრო ახმეტელის სახელობის პრიზის მფლობელი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების თეატრის მსახიობები.
დამდგმელი რეჟისორი- გოგა გეგელია.
სპექტაკლში მონაწილეობენ:
კოკა- ბაჩო კვირკველია;
ნინიკო-გვანცა ღვედაშვილი;
ბებია- თაკო კერესელიძე ;
დედა-მარიამ ფაილოძე;
მეგობრები- ნიკა კერესელიძე და სხვები.
დასწრება თავისუფალია