Home სხვადასხვა მარკუს პენელის საჯარო ლექცია ქალაქგეგმარებით პრობლემებზე

მარკუს პენელის საჯარო ლექცია ქალაქგეგმარებით პრობლემებზე

მარკუს პენელის საჯარო ლექცია ქალაქგეგმარებით პრობლემებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამას ეწვევა O&O Baukunst-ის ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი, მარკუს პენელი.

მარკუს პენელი სწავლობდა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში TU Berlin. 90-იან წლებში მუშაობდა ნიუ იორკში სტივენ ჰოლთან, Arup Associates და პიტერ იზენმანთან. 1997 წლიდან მუშაობს ბერლინში O&O Baukunst-ის ჯგუფთან ერთად. 2011 წელს გახდა ბერლინის სახელოსნოს პარტნიორი და ხელმძღვანელი. მის საქმიანობაში შედის სტრატეგიული განვითარების, ურბანული და არქიტექტურული პროექტების შემუშავება და ხელმძღვანელობა.

პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით.

დრო: 2 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციებისა და შეხვედრების სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

დეტალური ინფორმაცია : https://goo.gl/Bu7xS5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here