Home სხვადასხვა ეკოჰაბი-მემკვიდრეობა და ბუნება

ეკოჰაბი-მემკვიდრეობა და ბუნება

ეკოჰაბი-მემკვიდრეობა და ბუნება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, ცენტრის “ეკოჰაბში” გაიმართება ლექცია-დისკუსია თემაზე “განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები, როგორც მემკვიდრეობა”. ეკოჰაბის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ, იმსჯელონ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი ლექციის ფარგლებში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით:

განსაკუთრებული ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები, როგორც მემკვიდრეობა და მათი დაცვის მექანიზმები;

დაცული ტერიტორიები, ისტორია და მნიშვნელობა. პირველი დაცული ტერიტორია საქართველოში;

დაცული ტერიტორიების კატეგორიები;

კულტურული ლანდშაფტები;

რა არის კულტურული ლანდშაფტი;

კულტურული ლანდშაფტი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ფორმა;

საქართველოს კულტურული ლანდშაფტები.

მისამართი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; ბესარიონ ჟღენტის #35, 0183 თბილისი
დრო: 16:00 სთ
დასწრება თავისუფალია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here