Home რეგიონი არაბეთის უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში

არაბეთის უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში

არაბეთის უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ტურისტულ პოტენციალსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფახერ ალ შავაფი ეცნობა.

Al-Bawani Group-ი, რომელსაც საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ათზე მეტ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის წამყვანი სფერო მშენებლობაა. Al-Bawani Group-ი, ძირითადად, სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობს და საუდის არაბეთის სამეფოს რამდენიმე სამინისტროსა და უმსხვილესი კომპანიის კონტრაქტორია. ჯგუფი აშენებს სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სამხედრო დანიშნულების ობიექტებს, ასევე, მონაწილეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჯგუფის ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here