ალექსანდრე ელისაშვილის „თბილისის თავგადასავლის“ პრეზენტაცია

0
815

6 ოქტომბერს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, ალექსანდრე ელისაშვილის წიგნის – „თბილისის თავგადასავალი“ – პრეზენტაცია გაიმართება.

ალექსანდრე ელისაშვილი:

რამ გადამაწყვეტინა ამ წიგნის დაწერა? თბილისის ისტორიაზე წიგნების კითხვი­სას, უმთავრესად, თვალში გვხვდება ქალაქის პოლიტიკური თავგადასავალი. თანაც იმის გამო, რომ ამ წიგნების უმეტესობა რუსეთის იმპერიულ ან საბჭოთა პერიოდშია გამოცემული, ეს ისტორიაც პოლიტიკური და იდეოლოგიური კონი­უნქტურის გათვალისწინებითაა დაწერი­ლი.
ამ წიგნებში, გულწრფელობის გარდა, ყოველთვის მაკლდა ამბები ქალაქის ინფრასტრუქტურის, ხიდების, ტრანსპორ­ტის, უბნებისა და მისი გამწვანების შესახებ. დამეთანხმებით, ასეთი საკითხავის შექმნა გაცილებით მარტივი უნდა ყოფილიყო ახლა, იდეოლოგიური წნეხისგან თავი­სუფალ ეპოქაში.
ასეთ წიგნს დიდხანს ველოდი. საბოლოოდ კი, გადავწყვიტე, მე თვითონ დამეწერა, მოკლედ, ყველასთვის გასაგებ ენაზე მომეთხრო თბილისის თავგადასავალი…

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია!

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here