ქართველი სპორტსმენის ბრინჯაოს მედალი უშუ-სანდას მსოფლიოს ჩემპიონატზე

0
518

საქართველოს უშუ სანდას ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო მე-14 უშუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალაქ ყაზანში, სადაც ნაკრების წევრმა მანუჩარ კვაშილავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

მანუჩარ კვაშილავა პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც უფროსებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უშუში მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მანუჩარ კვაშილავა, რომელიც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, უშუ-სანდაში 2014 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა.

უშუ-სანდას ნაკრების წევრები ყაზანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მწვრთნელების – ლაშა სუმბულაშვილისა და დავით კუჭავას ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here