30 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 23, 2019
მთავარი თავდაცვა საველე სწავლება მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის ფარგლებში

საველე სწავლება მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის ფარგლებში

0
463

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საერთო საჯარისო ცენტრის რიგით 21-ე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის სიტუაციური სწავლება გაიმართა. წვრთნაში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ერთი ასეული მონაწილეობდა.

მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელებმა, ასეულის მეთაურის რანგში, ასეულის საბრძოლო ბრძანება შეიმუშავეს, რომელიც შერჩეულ პუნქტზე შეტევის ოპერაციას გულისხმობდა. მსმენელების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის აღსრულება 32-ე ბატალიონის ასეულმა განახორციელა, რაც მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორ-ოფიცრების მიერ შეფასდა. შემოწმდა დაგეგმვისა და განხორციელების ხარისხი.

მანევრის კაპიტნის საკარიერიო კურსის მიზანია ქვეითი და მექანიზებული ქვედანაყოფებისათვის ასეულის მეთაურების, ასევე, ბატალიონებისა და ბრიგადების შტაბის ოფიცრების მომზადება.
წვრთნები ორ ეტაპად – ასეულისა და ბატალიონის დონეებზე ხორციელდება. კურსის გავლის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა ეძლევა, ქვედანაყოფში შესაბამისი თანამდებობა დაიკავოს.
მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსზე მივლინებულნი არიან როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების, ასევე – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრები უფროსი ლეიტენანტიდან მაიორის ჩათვლით. კურსის ფარგლებში, თეორიული მომზადების შემდეგ, მსმენელები ასეულის მართვას და საბრძოლო ბრძანების შესრულებას დამოუკიდებლად შეძლებენ. სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელები ინდივიდუალურად შეფასდებიან.
მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი 31 ივლისს დაიწყო და 29 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here