გერმანიის თავდაცვის მინისტრი DIB-ში

0
713

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა. ურსულა ფონ დერ ლაიენი DIB-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრებს მასპინძლობა სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გაუწია. მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლის დაფუძნების პროცესში გერმანიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. თეა ნიკოლაშვილმა მინისტრსა და დელეგაციის წევრებს სკოლის ამოცანის, მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და უკვე გახორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გერმანიის თავდაცვის მინისტრი II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, რომლებმაც ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდახმის მოგერიებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მინისტრმა ქართველი სამხედროების მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა და ყურადღება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს უდიდეს როლზე გაამახვილა.

ღონისძიების დასასრულ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამშრომელი, რეზერვის კაპიტანი, ნინო ჯავახიძე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის „ბუნდესვერის ჯვრით“ დააჯილდოვა. ნინო ჯავახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის“ ორგანიზებით დაგეგმილი სწრაფი რეაგირების ძალების (QRF) წვრთნებში მისავლინებელი ასეულის საქართველოში წინასწარი მომზადების (13 კვირიანი საწვრთნელი პროგრამა), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადასროლის (5 თვიანი საწვრთნელი პროგრამა) და შემდგოში, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის წარგზავნის პროცესში, მოსამზადებელ და საკოორდინაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი  -ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, თავდაცვის ატაშე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი იმყოფებოდნენ.

DIB 2016 წელს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here