
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტისა და „ასოციაცია ჰერა XXI”-ის ორგანიზებით, 11 ოქტომბერს, I კორპუსის 07 აუდიტორიაში, 18:00 საათზე, “გოგონათა საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, ჩატარდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილული იქნება რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხები გენდერულ ჭრილში.
შეხვედრა წარიმართება ინტერაქტიულ ფორმატში. წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია, შეხვედრის დასასრულს გაიმართება დისკუსია.
დასწრება თავისუფალია!