ფარნა ლაპიაშვილის საღამო ხელოვნების სასახლეში

0
563

11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის – ფარნა ლაპიაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს ლეგენდარული მხატვრის ბიუსტი შეემატება, რომელიც ლევან მჭედლიძისა და გურამ ნიკოლაძის ერთობლივი ნამუშევარია.
მხატვრის შთამომავლები, მეგობრები და ოჯახის ახლობლები გაიხსენებენ მსახიობის შემოქმედებასა და მოღვაწეობას.
ფარნა ლაპიაშვილმა გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული თეატრისა და კინემატოგრაფიის განვითარებაში. მის მიერ შექმნილი სახასიათო და შთამბეჭდავი კოსტიუმისა, თუ დეკორაციის ესკიზებით შეიქმნა მრავალი დაუვიწყარი ეროვნული მნიშვნელობის მქონე სპექტაკლი თუ კინოფილმი. მათგან ცალკე აღნიშვნის ღირსია თავადი ლევანის ჩოხა და ქეთოს კაბა ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმისთვის „ქეთო და კოტე“.
ფარნა ლაპიაშვილის სრული არქივი დაცულია ხელოვნების სასახლეში.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here