Home კულტურა პირველი კონცერტი – ,,სტუმრები ბერლინიდან”

პირველი კონცერტი – ,,სტუმრები ბერლინიდან”

პირველი კონცერტი – ,,სტუმრები ბერლინიდან”

9-დან 16 ოქტომბრამდე საქართველოს ესტუმრება გუნდი ბერლინიდან Cantus Domus.

ანსამბლი 35 მუსიკოსისგან შედგება და მას საქართველოში მასპინძლობას აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი Shavnabada/შავნაბადა გაუწევს.

დასწრება თავისუფალია

Cantus Domus საქართველოში ორ კონცერტს გამართავს, სადაც მონაწილეობას, Shavnabada/შავნაბადასთან ერთად, მიიღებს ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ”შავნაბადა” და ანსამბლი Tutarchela / თუთარჩელა. კონცერტზე, სხვადასხვა ნაწარმოებთან ერთად, შესრულდება ბახის, ყანჩელის საკომპოზიტორო და ქართული ხალხური სიმღერის ნიმუშები.

კონცერტები გაიმართება ხუთშაბათს (12.10.2017) 19.00 საათზე და კვირას (15.10.2017) 18.00 საათზე. კონცერტები პროგრამულად განსხვავებული იქნება.
მისამართი: ტერენტი გრანელის 77, თბილისი.
კათოლიკურ (ლუთერანულ) ეკლესიაში საბჭოს მოედანთან.

ტურნეს ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა დედოფლისწყაროს ჰ.გონაშვილის სახ. ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა სკოლასთან სტუმრობა (11.10.2017)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here