Home განათლება სკოლის დირექტორთა ახლადარჩეული საბჭოს სხდომა გაიმართა

სკოლის დირექტორთა ახლადარჩეული საბჭოს სხდომა გაიმართა

სკოლის დირექტორთა ახლადარჩეული საბჭოს სხდომა გაიმართა

საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭო სამ თვეში ერთხელ ახალი წევრებით კომპლექტდება, ახალ წევრებს თავად დირექტორები ირჩევენ.  ახალ სასწავლო წელს განახლებული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდა. სხდომის დასაწყისში ლია გიგაურმა ვრცლად ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან სიახლეზე, შემდეგ კი, საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა, თითოეულ მათგანზე საბჭოს წევრებმა მოხსენებები მოისმინეს და   გადაჭრის გზებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

დასასრულს, კერძო სკოლის „მწიგნობართუხუცესი“ დირექტორმა დავით კახნიაშვილმა, სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here