
პროფესიულ კოლეჯ იკაროსში, სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის „სკოლაში შრომითი უნარების განვითარების“ ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა, მოწვეული სტუმრებისთვის მოამზადეს სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი ჯანმრთელი კვების მენიუ. ასევე, მოეწყო თემატური კუთხეები (კულინარიის საფუძვლები, კონდიტერი, შაქრის ფლორისტიკა, გზა ბარმენობისკენ), სადაც მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და წარმოდგენა შექმნოდათ თითოეულ სპეციალობაზე.