ქართველები პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე

0
575

საქართველოს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები პროფესიული უნარების (Worldskills) მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრნენ. შეჯიბრი  14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ  აბუ-დაბიში იმართება. ჩვენი სტუდენტები 77 ქვეყნის წარმომადგენლებს 7 პროფესიაში შეეჯიბრებიან – სამზარეულო და საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.

მონაწილეები საქართველოდან  WorldSkills Georgia-ს ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის საშუალებით შეირჩნენ და საერთაშორისო შეჯიბრზე გასამგზავრებლად სპეციალური მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. შეჯიბრი წელს 44-ედ იმართება. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველო რამდენიმე წლის წინ შეუერთდა და წელს მესამედ მონაწილეობს.

WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაცია. პროფესიული უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის WorldSkills  შესანიშნავი პლატფორმაა.

WorldSkills International-ს  წევრი საქართველო  2012 წლიდან გახდა და ის ამჟამად 77 ქვეყანას აერთიანებს.  WorldSkills–ის ფართომასშტაბიანი შეჯიბრებები წელიწადში ერთხელ, რომელიმე წევრ ქვეყანაში ტარდება და მასში მონაწილე 22 წლამდე ასაკის მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here