
18 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გიწვევთ ახალი მზიური • New Mziuri-ში საჯარო დისკუსიაზე
🔵 დედობა, როგორც პოლიტიკური აქტი: მასკულინური ჩარჩოები და ფემინისტური წინააღმდეგობა 🔵
დედობის გამოცდილება პატრიარქალურ კულტურაში განსაზღვრულია, როგორც საშინაო და კერძო პრაქტიკა, რომელიც, ძირითადად, გრძნობებისა და ემოციების ტერმინებით ხასიათდება. ამგვარი ჩარჩო უგულებელყოფს დედის სპეციფიკური აზროვნებისა და დედობის პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობებს. ამავდროულად, საშინაო სივრცეში ჩაკეტვა დედების ერთმანეთისგან იზოლირებასაც უწყობს ხელს და მათი ურთიერთსოლიდარობის შესაძლებლობებს ზღუდავს.
პროექტის ფემინისტი დედის დღიურები / Feminist Mother’s Diaries ავტორი, გენდერის მკვლევარი, თამთა თათარაშვილი, ისაუბრებს დედობის ცნების ფემინისტურ გააზრებაზე:
⭕ როგორია დედობა, როგორც ინსტიტუტი და რამდენად ჰგავს ის დედების რეალურ გამოცდილებას? აღნიშნული კომპონენტი წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შეგროვებული ზეპირი ისტორიების საფუძველზე;
⭕ დედობასთან დაკავშირებულ რა მითებს ანგრევს ფემინისტური კრიტიკა; ვინ არის ფემინისტი დედა და რაში მდგომარეობს დედობის პოლიტიკური მნიშვნელობა?
➡ მასკულინობის მკვლევარი, გიორგი ურჩუხიშვილი განიხილავს ისტორიულ, პატრიარქალურ და ფემინისტურ გამოცდილებებს დედისა და ვაჟიშვილის ურთიერთობის პერსპექტივიდან. ამავდროულად, ის ისაუბრებს მამობის ფენომენზე, როფორც მასკულინობისა და ბიჭობის კონსტრუირების საშუალებაზე.
➡ ღონისძიების მოდერატორი: ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფოსი, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
📣 ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, გთხოვთ, ღონისძიებაზე დასწრება დაადასტუროთ მითითებულ ნომერზე დარეკვით: 032 238 04 67/68 (სამუშაო დღეებში 10:00-18:00).