საინფორმაციო შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

0
743

16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, გაიმართება სტუდენტების შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს სასწავლო პროგრამებს, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კაროლინ მაგი, ტალინის უნივერსიტეტი (magika@tlu.ee);

კეიტ კიისელი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (keit.kiissel@ttu.ee);

ალექსანდრე ჩანადირი, ტარტუს უნივერსიტეტი (alexander.chanadiri@ut.ee).

დრო: 16 ოქტომბერი, 15:00 საატი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here