UG StartUp Talks

UG StartUp Talks

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის – Startup Factory-ის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტის 116-ე აუდიტორიაში სტარტს აიღებს პროექტი „UG Startup Talks“, რომელიც ყოველ ოთხშაბათს ჩატარდება და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს წარმატებულ ადამიანებს, სტარტაპერებს, პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ჩვენს მსმენელს.

ყოველი ოთხშაბათი იქნება ინსპირაციული და საინტერესო განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ იფიქრონ საკუთარ ბიზნესიდეებზე, მიაღწიონ წარმატებებს და თავად გახდნენ დამსაქმებლები.
ღონისძიების პირველი სტუმარი იქნება ნინი ჩიქოვანი – სტარტაპ კომპანია „თამაშობანას“ თანადამფუძნებელი, რომელიც სტუდენტებს მოუყვება მისი წარმატების ისტორიის შესახებ და მისცემს რჩევებს, რათა გახდნენ წარმატებული სტარტაპერები და შემდეგში წარმატებული კომპანიების დამფუძნებლები.
UG Startup Talks-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here