Home კრიმინალი სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი დაფიქსრიდა

სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი დაფიქსრიდა

სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი დაფიქსრიდა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული მ.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 235 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here