
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს, დოქტორ ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
მხარეებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს. ყოველწლიურად, ფორუმზე უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები და ექსპერტები არიან წარმოდგენილი და მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკვე მეოთხედ დასახელდა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო Think-tank-კონფერენცია.