0
619

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გრიგალავა , ჩეხეთის ელჩს საქართველოში – ტომაშ პერნიცკის შეხვდა. მხარეებმა თუშეთის დაცული ტერიტორიების განვითარების გეგმა, სამომავლო პერსპექტივები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ორგანიზებით გაიმართა და მას დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), GFA -ის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here