ზურაბ რთველიაშვილის „პოეზიის დიქტატურის“ პრეზენტაცია

0
558

მისთვის ცხოვრება ყველაზე პოეტური გამოწვევაა, მეომრის პოზა კი – ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა. ასეთია არტისტი და პერფორმერი, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.
ის 21-ე საუკუნის პოეტია – და ამაში მხოლოდ „თანამედროვეობა“ კი არ იგულისხმება, არამედ ყველა იმ აქცენტის, ნიუანსის, ტენდენციის ერთგულება, რაც ჩვენს საუკუნეს და მასში მყოფ/მებრძოლ ადამიანს ახასიათებს. ის სამოქალაქო პოეტია, ხიბლავს ბარიკადები და თავის ლექსებს მეგაფონით უკითხავს მსხვერპლსაც და ჯალათსაც – მათ, ვინც თანაბრად დააზარალა სისტემამ.
ეს წიგნი ზურაბ რთველიაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – პოემიდან პოეტურ სცენარამდე. ავტორისთვის უცხო არაა ლირიკა და ესთეტიკური ტკბობა, ოღონდ ამ ყველაფერზე აზრი უნდა მბრძანებლობდეს. აზრი კი, დაახლოებით, ასე ისმის: სიტყვა ყველაფერია და ის ხორცშესხმული იარაღია, მთავარია კაცობრიობამ მშვიდობა აირჩიოს!

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, პოეტ ზურაბ რთველიაშვილის ახალი წიგნის – „პოეზიის დიქტატურა“ – პრეზენტაცია გაიმართება.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here