“საბურთალო” უეფას ჭაბუკთა ლიგის მეორე წრეში გავიდა

0
504

თბილისის საბურთალომ უეფას ჭაბუკთა ლიგის პირველი ეტაპი დაძლია! რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა საპასუხო შეხვედრაში თურქეთის ბურსასფორთან ფრედ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და ნოემბერში მეორე წრეში იასპარეზებს.

მეორე წრეში თბილისური კლუბის მეტოქე სერბეთის ბროდარაცი იქნება. პირველი მატჩი მეტოქის მოედანზე 1 ნოემბერს გაიმართება, საპასუხო კი თბილისში, 22 ნოემბერს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here