Home კულტურა მ ა რ თ ლ ა/For Real

მ ა რ თ ლ ა/For Real

მ ა რ თ ლ ა/For Real

25 ოქტომბერი, 20:00 სთ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი”

მ ა რ თ ლ ა
(თუ გინდა იყო ბედნიერი – იყავი)

მანანა მენაბდის იგავ-არაკების მიხედვით
აბსურდი ერთ მოქმედებად

პიესის ავტორები:
მანანა მენაბდე
კატო ჯავახიშვილი
ნინო სადღობელაშვილი
დამდგმელი მხატვარი – მამუკა ტყეშელაშვილი
კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი – დათო თავაძე და მანანა მენაბდე
ქორეოგრაფი – მურო გაგოშიძე
ტექნიკური რეჟისორი – თამარ სესიაშვილი

მოქმედი გმირები:
პირველი – ნიკა ჩხაიძე
მეორე – ცოტნე მეტონიძე
მესამე – ანა მატუაშვილი
მეოთხე – ირინა გიუნაშვილი
მეხუთე – თამარ ბზიავა
მეექვსე – სალომე მიქაძე
მეშვიდე – ილიკო ჭეიშვილი
მერვე და მეცხრე – პიესის მსვლელობის დროც არ ჩანან, მხოლოდ იგულისხმებიან.
მეათე – კახაბერ შარტავა
პიესაში გამოყენებულია ფრაგმენტები პაატა ნაცვლიშვილის ლექსიდან „შესაკრებთა გადანაცვლება“
პიესის კონცეფცია, რომელიც იგავების ენითა და ესთეთიკითაა გადმოცემული, მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორია ადამიანის ბედნი სამყაროში – მისი მუდმივი სწარაფვა როგორც სრულყოფილებისკენ, ასევე – ძალაუფლებისაკენ, მისი ბრძოლა ვნებებთან და ცოდვებთან, მუდმივი ტყუილი საკუთარ თავთან – ამქვეყნიური დიდება, რომელიც წარმავალ სამყაროში ნგრევით მთავრდება …
იდეის აბსტრაქტული გაგება, რომელიც რეალობის თავისებურ აღქმას გვთავაზობს, იმ რეალობისას, რომელსაც ის არ შეესატყვისება და სწორედ ეს შეუსატყვისობა იწვევს ირონიულ და გროტესკულ ეფექტს, რომელასც პიესის აბსტრაქტულ გაგებამდე მივყავართ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here