Home კულტურა სიკვდილის დღის საჩუქარი/Death Day Gift

სიკვდილის დღის საჩუქარი/Death Day Gift

სიკვდილის დღის საჩუქარი/Death Day Gift

31 ოქტომბერი, 20:00 სთ
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ” საჩუქარი”

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი
ალექს ჩიღვინაძე

სიკვდილის დღის საჩუქარი

რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე
მხატვარი პაატა მძინარიშვილი
მუსიკალური გაფორმება გუგა ხვედელიძე

დედა – მზევინარ შეყილაძე
მამა – გია ქობულაძე
ძმა – ზურა ხაფთანი
და – ქეთი უგრეხელიძე
ზედამხედველი – ბექა შეყილაძე

(სპექტაკლში გამოენებულია: ანტონიო ვივალდის, გია ყანჩელის, ასტორ პიაცოლას მუსიკა)

სპექტაკლის ხანგრძლივობა – 55 წუთი

სინოფსისი: მოქმედება ციხეში მიმდინარეობს. მთელი ოჯახი ციხეში ზის: დედა, მამა, ვაჟი და ქალიშვილი. ყველა მძიმე დანაშაულზე, ერთ კამერაში. არასრულწლოვან ქალიშვილს სიკვდილი აქვს მისჯილი და, სრულწლოვანი რომ გახდება, განაჩენს აღასრულებენ. მისი დანაშაულია ის, რომ ნარკოტიკებს ასაღებდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არ ჩანს ეს მართლა ჩაიდინა თუ დააბრალეს.. ამ ფსიქოლოგიურ ფონზე, მისმა მსახიობმა მამამ რეჟისორი მოკლა, ამას მოყვა ყრუ-მუნჯი დედის დანაშაული, რომელიც ბანკში შედის წარწერით – “ეს ძარცვაა” რაც დანაშაულის მთკიცებულებად ჩაუთვალეს…. კონკრეტული ფრაგმენტების მიხედვით, ეს, თითქოს , ჩვეულებრივი ციხეა, სადაც საკმაოდ მძიმედ და ცინიკურად ეპყრობიან ამ ადამიანებს. პიესაში არ არის ციხის ადმინისტრაცია, მთავრობა, თუმცა ყველაფერი ერთ კრებით სახელში – ციხის ზედამხედველშია გაერთიანებული

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here