
ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმის და დეკორაციის გარეშე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს.
30 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ შალვა ბაკურაძეს უმასპინძლებს.
მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.
ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ.
მონოსპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.