წიგნის „საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები“ პრეზენტაცია

0
517

26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შედგება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, როლანდ თოფჩიშვილის წიგნის “საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები” პრეზენტაცია. წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა.
მონოგრაფიაში შესწავლილია საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, მათ შორის , ამჟამად სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოქცეული მხარეებიც. წარმოჩენილია ამ მხარეებისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული თავისებურებანი და სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები, რაც მათ ერთმანეთს შორის ჰქონდა. ნაჩვენებია, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები ქართველებს კი არ თიშავდა ერთმანეთისაგან, არამედ, პირიქით, ერის კონსოლიდაციას უწყობდა ხელს. წიგნში საუბარია, აგრეთვე, ჭანეთზე/ლაზეთზე, ფერეიდნელ ქართველებზე, თბილისზე, რომელიც თავისებური და ორიგინალური ყოფითა და ტრადიციებით გამოირჩეოდა. გამოყოფილია ხუთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული არე/ოლქი. ბოლო თავში საუბარია ქართული კულტურის ადგილზე მსოფლიო კულტურულ სივრცეში.
წიგნის რედაქტორები: ნათია ჯალაბაძე, თეიმურაზ გვიმრაძე, გიორგი ჭეიშვილი; რეცენზენტები – სალომე ბახია-ოქრუაშვილი და მირიან ხოსიტაშვილი.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here