Home კულტურა ფსიქოანალიტიკური თერაპია – წიგნის პრეზენტაცია

ფსიქოანალიტიკური თერაპია – წიგნის პრეზენტაცია

ფსიქოანალიტიკური თერაპია – წიგნის პრეზენტაცია

29 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ბიბლუსი გალერეას ფროიდისა და სიგურინის პრემიის ლაურეატი გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, ჰორსტ კეხელე ესტუმრება. გაიმართება წიგნის „ფსიქოანალიტიკური თერაპიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნს კი თავად ავტორი, პროფესორი ჰორსტ კეხელე ფსიქოანალიტიკოს ანდრეას ბილგერისთან ერთად წარადგენს.

ჰორსტ კეხელე საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ- ფსიქოანალიტიკოსი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, ბერლინის ფსიქოანალიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ფროიდისა (2002) და სიგურნის(2005) პრემიების ლაურეატია.

დოქტორი კეხელე არის მრავალ ენაზე გამოცემული ფსიქოანალიტიკური თერაპიის სახელმძღვანელოს სამტომეულის თანაავტორი ჰელმუტ ტომესთან ერთად. სწორედ ამ სახელმძღვანელოს ავტორობისათვის მიენიჭათ მათ სიგურნის საპატიო პრემია. წიგნი ეხება ფსიქოანალიტიკის თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემებსა და თავისებურებებს.

შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მოდერატორის მიერ ითარგმნება ქართულად. პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართება დისკუსია და მოსულ სტუმრებს ექნებათ საშუალება, მათთვის საინტერესო თემები განიხილონ ავტორთან ერთად.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#7 „ბიბლუსი გალერეა“
თარიღი: 29 ოქტომბერი. 18:00 საათი
დასწრება თავისუფალია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here