0
637

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, უნგრეთის ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებზე, გარემოსდაცვის სფეროში შემუშავებული და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ასევე – ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე Twining-ის პროექტის “ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ მნიშვნელობაზე და დაცული ტერიტორიების განვითარების შესახებ ისაუბრა. მხარეები გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here