Home კულტურა გრძელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო”

გრძელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო”

გრძელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო”

30 ოქტომბერს, ბოლნისის ბიბლიოთეკასა და კულტურის ცენტრში, მწერლები და მეცნიერები – მაკა ელბაქიძე, გიორგი კეკელიძე და ოქტაი ქაზუმოვი, ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ყურადღებას გაამახვილებენ ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღებზე.
გაიმართება ნ. ბარათაშვილის საიუბილეო ხუთენოვანი კრებულის წარდგინება, ასევე – სამინისტროს ხელშეწყობით აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები სსიპ მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის სახელმწიფო მუზეუმის ჩართულობითა და ადგილობრივი ახალგარზდა ხელოვანების მონაწილეობით, ასევე, მოეწყობა ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე). პროექტის მუსიკალურ ნაწილს უზრუნველყოფს მომღერალი ნეკა სებისკვერაძე ქათველ მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად, ხოლო ადგილობრივ ბიბლიოთეკებს და ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდებს სასაჩუქრედ გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 22 აპრილს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში.

პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ (ბოლნისი) – განრიგი:

1. 14:00 – 15:00 – ბოლნისის ბიბლიოთეკის დარბაზი – მოხსენებები საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით – მომხსენებლები: გიორგი კეკელიძე (ი.ჭავჭავაძე), მაკა ელბაქიძე (ნ. ბარათაშვილი), ოქტაი ქაზუმოვი (ლიტერატურული პროცესების შესახებ).
2. 15:10 – 15:25 -ბოლნისის ბიბლიოთეკის დარბაზი – ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე)
3. 15:40 – 16:00 – ბოლნისის კულტურის ცენტრი (ფოიე): საგამოფენო სივრცის დათვალიერება,
ნ. ბარათაშვილის საიუბილეო ხუთენოვანი კრებულის წარდგინება გ. კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები“ აზერბაიჯანულენოვანი თარგმანის, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.
4. 16:15– 17:30 კონცერტი – ნეკა სებისკვერაძე (კვარტეტი).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here