Home სხვადასხვა შეხვედრა შოთა მათითაშვილთან

შეხვედრა შოთა მათითაშვილთან

შეხვედრა შოთა მათითაშვილთან

ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით, 3 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის С316 აუდიტორიაში, პროექტის “შეხვედრები ახალგაზრდა მეცნიერებთან” ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ისტორიის დოქტორანტთან, შოთა მათითაშვილთან
შეხვედრის თემაა: “როდის მოიპოვა საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია?!”
შოთა მათითაშვილი 2012-2014 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის მიმართულებით. მუშაობს სადოქტორო თემაზე ,,ქართული ბერმონაზვნობა IV-VIII საუკუნეებში.” მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. 2015 წელს მივლინებით იმყოფებოდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ Dumbarton Oaks-ში.

თარიღი : 3 ნოემბერი
დრო : 18:00 საათი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი , C316 აუდიტორია
მისამართი : ილია ჭავჭავაძის გამზირი 32

დასწრება თავისუფალია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here