სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ნიადაგის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების განახლებულ ნორმებზე იმსჯელეს

0
684

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ,  ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის მოადგილემ, შომბი შარპმა მიმართეს.

დღეისთვის მოქმედი ქიმიური ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები საბჭოთა პერიოდიდან მოდის და ვერ ასახავს არსებულ რეალობას, რის გამოც მოხდა ნორმების განახლება.

ნორმები შემუშავებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და მომზადებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე – „ნიადაგის დაბინძურების ხარისხის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს, რომლითაც უნდა დამტკიცდეს განახლებული ნიადაგის დაბინძურების ნორმები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვაწარმოოთ ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here