
9-დან 12 ნოემბრამდე, 11:00 -დან 19:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები Tbilisi Book Days გაიმართება.
„თბილისის წიგნის დღეებზე“, ტრადიციულად, „ირიათონის“ სტენდიც იქნება წარმოდგენილი, სადაც საქართველოს წამყვანი გამომცემლობების – „აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“, „ზებრა“, „ინტელექტი“, „კავკასია“, „ლაზარე“, „ლირა“, „წიგნები ბათუმში“) წიგნები 30-60%-მდე ფასდაკლებით დაგხვდებათ.
12 ნოემბერს, 13:00 საათზე საგამოფენო სივრცის მთავარ სცენაზე გაიმართება „ირიათონის“ ელექტრონული მაღაზიის პრეზენტაცია.
მის: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ N118