Home კრიმინალი ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორის მცხოვრები დააკავეს

ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორის მცხოვრები დააკავეს

ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორის მცხოვრები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ნ.ბ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1970 წელს დაბადებულ მ.ს.-ს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here