ქუთაისში ონკოლოგიის ცენტრის სტაციონარული განყოფილება გაიხსნა

0
775

ქუთაისში, ონკოლოგიის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო.
სტაციონარული განყოფილება 50 საწოლზეა გათვლილი. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა იქნება შესაძლებელი. ადგილზე ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციები ჩატარდება. პაციენტებს ზედამხედველობას ამერიკელი, გერმანელი და დანიელი ექიმ-ონკოლოგების გუნდი გაუწევს.
იმერეთის რეგიონში, ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ხაზოვანი ამაჩქარებელი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლის – Truebeam-ის საშუალებით კი, რთულად მისადგომ სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში მიზნობრივად დასხივებაა შესაძლებელი.
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილების გახსნით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტები შესაბამისი მკურნალობის სრულ სპექტრს რეგიონიდან გაუსვლელად მიიღებენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here