ილია – ჩვენი თანამედროვე

0
725

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება:

✔ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგურამოს ეზოში:
11:00 – 21:00 სთ (დასწრება თავისუფალია)
► ესტაფეტა თემაზე „ილია – ჩვენი თანამედროვე“;
► გურამიშვილების მარანში საჯარო ლექცია თემაზე „ილია და მეღვინეობა“ (მომხსენებელი – სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი);
► ილიას პრემია – დაჯილდოება 8 კატეგორიაში;
► საბავშვო გასართობი კუთხეები;
► კინოჩვენება ღია ცის ქვეშ;
► გამოფენები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა;
► მუსიკალური სალონური პროექტი „საგურამოს ეზო“ (20:00 -21:00 სთ)
• მიშა მდინარაძე
• რატი ამაღლობელი
• ანსამბლი „შვიდკაცა“
• ეკა მამალაძე
• ანსამბლ „რუსთავი-ს“ სოლისტები
• თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები

🚌 ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
8 ნოემბერს, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება. ავტობუსები ვარდების მოედნიდან 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა

✔ ყვარელი
10:00 სთ – 14:00 სთ
(დასწრება თავისუფალია)

► ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა.

ახალგაზრდობის მოედნის მიმდებარე ტერიტორია:
►ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
►კახური ტრადიციული კერძების დაგემოვნება ყვარლის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მიერ მოწყობილ ფაცხებში;
►ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის დაგემოვნება სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში;
►2016 -2017 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება ნოუთბუქებით.

►ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზო – მოწვეული სტუმრების მასპინძლობა: პურის ცხობა თონეში, თათარაობა- ჩურჩხელის ამოვლება.

✔ თბილისის კლასიკური გიმნაზიის კვირეული:
თბილისი
(დასწრება თავისუფალია)

► 7 ნოემბერი, 18:00 სთ
ღონისძიებების ციკლი გამოფენით – „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“- გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის პირადი მოხმარების ნივთები (მერხი, სკამი);
ამავე დღეს საფუძველი ჩაეყრება სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლექცია/დისკუსიები:
►8 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია და ბანკი“
მომხსენებელი: რატი ამაღლობელი – პოეტი, მამუკა ხაზარაძე – „თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
►9 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია და ქართველი საზოგადოების განვითარება“
მომხსენებელი: გია მურღულია – კერძო სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორი;
► 10 ნოემბერი 15:00 სთ
„ილია ხელოვნებაში“
► 13 ნოემბერი 15:00 სთ
„ილია და თვითმმართველობა“
მომხსენებელი: გია ალიბეგაშვილი – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;
► 14 ნოემბერი, 14:00 სთ
„ილია და სოფლის მეურნეობა“
მომხსენებელი: დავით ტურაშვილი – მწერალი;
► 15 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“
მომხსენებელი: გია შარვაშიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
► 16 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია და მსოფლიო პოლიტიკა“
მომხსენებელი: ომარ გოგიაშვილი – პოლიტოლოგი;
►17 ნოემბერი, 15:00 სთ
„ილია – შუბლი საქართველოსი“
მომხსენებელი: თამაზ ტყემალაძე – ლიტერატორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი;
► 20 ნოემბერი 15:00
„ილია და პუბლიცისტიკა“
მომხსენებელი: მაია ნინიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

✔ სპექტაკლები:
თბილისი
► სსიპ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სპექტაკლი -„კაცია ადამიანი“.
10 ნოემბერი, 19:00 სთ
► სსიპ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სპექტაკლი -„ მგზავრის წერილები“.
9 ნოემბერი, 19:00 სთ

✔„თიბისი ბანკის“ მიერ, თიბისი გალერეაში მოეწყობა გამოფენა – პერფომანსი „ილია და ბანკი“. გამოიფინება ილიას ხელნაწერები, პუბლიკაციები, პერიოდული გამოცემები და ა.შ.
11 ნოემბერი 5 სთ
(დასწრება თავისუფალია)

✔ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი
„ილია ჭავჭავაძე – 180“
8 ნოემბერი 14:00
(დასწრება თავისუფალია)

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here