საქართველოსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება

0
684

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ევროკავშირის პროექტის – „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის გახორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS II) ფარგლებში გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის გახორციელების ხელშეწყობას საქართევლოში. პროექტი მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც და გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) განვითარებას ემსახურება. პროექტის მიზანია, ასევე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.

ENI SEIS II პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში და 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მისი ძირითადი მიმართულებებია არსებული გარემოსდაცვითი მონაცემთა ბაზების გაუმჯობესება, გარემოს სტატისტიკური ინფორმაციის სრულყოფა და თემატური სფეროების, კერძოდ ბიომრავალფეროვნების, წყლის, ნიადაგის, ჰაერისა და გარემოს მდგომარეობის სფეროში შეფასების განვითარების ხელშეწყობა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here