ნადირობა – მზიურის თავისუფალი კინოჩვენება

0
506

10 ნოემბერს, 20:00 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცე ტომას ვინტერბერგის “ნადირობის” სანახავად გეპატიჟებათ.

ერთ დღეს, ერთ შემთხვევას თუ სიტყვას, შეუძლია მთელი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს.. გაჩნდეს გაურკვევლობა, ეჭვი, გამოუვალი მდგომარეობა..
ერთ დღეს, შეიძლება თქვენზე დაუსრულებელი ნადირობა დაიწყონ.

რამდენად მარტივად შეუძლია საზოგადოებას მისივე წევრის სრული გარიყვა? შესაძლებელია თუ არა შელახული სახელის აღდგენა?

ფილმი ზუსტად გადმოგვცემს სოციალურ რეალიზმს – ბრბოს ფსიქოლოგიას..ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქოლოგიას..
თითოეული მათგანის აღქმასა და ამის შედეგებს…

რეჟისორი: ტომას ვინტერბერგი
წელი: 2012
ქვეყანა: დანია
ჟანრი: დრამა.
ქრონომეტრაჟი: 1სთ.51წთ
ენა: ქართული
ჩვენების ორგანიზატორი: ნინი პაპუნიდი

ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირისგამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
ვინც აპირებს ფილმის ყურებას, გთხოვთ წინასწარ მოგვწეროთ წინასწარ Facebook-ის გვერდზე.

დასწრება თავისუფალია

“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.
პროექტ “ახალი მზიურისა” და ორგანიზაცია “აჰუაჰუ” “თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით; სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.

ადაპტირებულია ♿

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here