ლეტერატოს კლასი მოზარდებისთვის

0
500

9-12 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრი “ექსპოჯორჯია” წიგნის გამოფენას მასპინძლობს.
თბილისის წიგნის დღეებზე 2017 „ლეტერატო“ გამართავს კლასებს მოზარდებისთვის.
წიგნიერების კლასში დაინტერესებულ მსმენელს მიაწვდის ინფორმაციას კრიტიკული აზროვნების საჭიროების, ტექნიკებისა და კრიტიკული აზროვნების შედეგად მიღწეული ძირითადი სარგებლის შესახებ.
კლასები ინტერაქტიული ხასიათისაა და საჭიროებს აუდიტორიის ჩართულობას. თითოეული კლასის ხანგრძლივობაა 1.5 საათი. წიგნის დღეებზე წარმოდგენილი კლასები განკუთვნილია 10-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
9 ნოემბერი – 15:00 ჯერომ სელინჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“
10 ნოემბერი – 16:00 რა საჭიროა კრიტიკული აზროვნება?
11 ნოემბერი – 16:00 რიჩარდ ბახი “თოლია, სახელად ლივინგსტონი“
12 ნოემბერი- 15:00 ერიკ ემანუელ შმიდტი „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here