
მოდერნისტული გრაფიკული სიმბოლოები კომუნისტურ პოლონეთში 1945 – 1969 წლებში.
ლექცია ეძღვნება დაკარგულ ლეგენდარულ კოლექციას – 1968 წლის პოლონური გრაფიკული სიმბოლოების გამოფენას. მოკვლევისა და რეკონსტრუქციის ისტორია, რომელიც განმეორებითი გამოფენით დასრულდა. ლექცია, ასევე, მოგვითხრობს მეორე გამოფენის შესახებ: 2000 – 2015 წლების თანამედროვე ლოგოტიპები.
ლექცია ორგანიზებულია პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.
დრო: შაბათს, 11 ნოემბერს, 18:30
მისამართი: ექსპოჯორჯია, მე-5 პავილიონი
წერეთლის გამზ. 118