ორატორული ხელოვნება და დიპლომატია

0
661

11 ნოემბერს, 13:00 საათზე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, დაიგეგმა საჯარო ლექცია თემაზე “ორატორული ხელოვნება და დიპლომატია”.
ლექციას გაუძღვება ახალგაზრდა დიპლომატი თათია დოლიძე , რომელიც სალექციო დროს დაუთმობს სტუდენტებისთვის თეორიული ინფორმაციის გაზიარებას. ლექციაზე განიხილება საჯარო გამოსვლების მთავარი ასპექტები, მეტყველების კულტურის ამაღლება, ღია საჯარო გამოსვლების წარმართვის ხერხები და მეთოდები, მსმენელზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტური გარანტიები.
შეხვედრის მეორე ნაწილი ინერაქტიული ხასიათის იქნება, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ საინტერესო პასუხები
შეხვედრა გაიმართება A101 აუდიტორიაში(IBSU)

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here