Home კულტურა „თანამედროვე ქართული თეატრი“ – სალონური საუბრები თეატრზე

„თანამედროვე ქართული თეატრი“ – სალონური საუბრები თეატრზე

„თანამედროვე ქართული თეატრი“ – სალონური საუბრები თეატრზე

სალონური საუბრები განახლებული ფორმატით გრძელდება. პროექტის ფარგლებში, მოწვეულნი იქნებიან არამხოლოდ ლიტერატურის, არამედ – ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე.

საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

16 ნოემბერს, 20:00-ზე, გაიმართება სალონური საუბრების საღამო თეატრზე. შეხვედრას წარმართავს მსახიობი დუტა სხირტლაძე. საუბრის თემა იქნება – „თანამედროვე ქართული თეატრი“.

სხვა შეხვედრები კი გაიმართება:
9 ნოემბერი – რატი ამაღლობელი – „ოთარ ჭილაძის შემოქმედებითი პორტრეტი“
13 ნოემბერი – გია ბუღაძე – „ხელოვნებათა სინთეზი“
14 ნოემბერი – ნიკა მაჩაიძე (Nikakoi) – „ბგერების კონსტრუქტორი“
21 ნოემბერი – გელა ჩარკვიანი – „ინტერვიუ მამასთან – გვიანდელი სტალინური ეპოქა საქართველოში“
30 ნოემბერი – ნინო ქათამაძე – „მუსიკა და ადამიანი“
3 დეკემბერი – რეზო კორინთელი – „ოჯახი“ (დასაწყისი 18:00სთ.)

შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცა –https://goo.gl/AxyDRn

ერთ საღამოზე დასწრების საფასურია 30ლარი.
სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის – 25ლარი.

ფასში შედის:
პიცა
ყავა
ღვინო
ნამცხვარი
„გურიელის“ 6 სახეობის ჩაი

შეხვედრის დრო: 20:00-დან – 22:00-მდე

სტუმართა რაოდენობა შეზღუდულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, მოგვწეროთ FB-გვერდზე – აზროვნების აკადემია / The Thinking Academy, მეილზე – azrovnebisakademia@gmail.com, ან დაგვიკავშირდეთ – 598607076

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here