Home თავდაცვა ავღანეთში კოალიციური ძალების დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს

ავღანეთში კოალიციური ძალების დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს

ავღანეთში კოალიციური ძალების დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე კოალიციური ძალების დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის დღე აღნიშნეს. საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილ მშვიდობისმყოფელთა ხსოვნას პატივი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ წუთიერი დუმილით მიაგო და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ხსოვნის დღე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დიდი ბრიტანეთის უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. კოალიციური ძალების დაღუპულ სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა რიჩარდ კრიპველმა, შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იოჰან ლანგენერგმა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქვეყნების უფროსმა სამხედრო წარმომადგენლებმა გაიხსენეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here