17 ნოემბერს, 20:00 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში „იდეალური უცნობების“ გასაცნობად გეპატიჟებით.
ბოლოს რომ მოგწერეს იმ მესიჯს საჯაროდ, ყველას წაუკითხავდით ? ცოტა ხნით ადრე მიღებულ მეილს თუ გახსნიდით თამამად, ყველას თვალწინ ? ზარი ? ზარი რომ შემოვიდა თქვენს ტელეფონზე, და ხმას უთიშავთ … ამ ზარის „ავტორს“ … შეუძლია სახლის ნომერზეც ასე თამამად გადმოგირეკოთ ?..
ვითომ რა არის ახლა ეს და რა პროვოკაციულ კითხვებს გისვამთ ამ სიცივეში ?.. ეს ცხოვრებაა. ცხოვრება რომლის განუყოფელ ატრიბუტად, სხვადასხვა ფერის, ზომის და ფორმის შავი ყუთები გვაქვს შერჩეული… ყუთები, რომლებიც მთელ ჩვენს ცხოვრებას ინახავს ისე, რომ ერთი სიტყვის გასაჯაროებამაც კი მათი „შიგთავსიდან“ მთელი სამყარო შეიძლება დაგვიყენოს უკუღმა…
როგორ?.. მოდით სეანსზე. ვილაპარაკოთ.
რეჟისორი: პაოლო ჯენოვეზე
წელი: 2016
ქვეყანა: იტალია
ჟანრი: დრამა, კომედია
ქრონომეტრაჟი: 1სთ.37 წთ
ენა: ქართული
ჩვენების ორგანიზატორი: ნინი პაპუნიდი
ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირისგამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. 🙂
ვინც ჩვენთან ერთად აპირებს ფილმის ყურებას, გთხოვთ წინასწარ მოგვწეროთ წინასწარ Facebook-ის გვერდზე. 🏡
დასწრება თავისუფალია
“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.
პროექტ “ახალი მზიურისა” და ორგანიზაცია “აჰუაჰუ” “თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით; სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია “აჭარანეთი”.
ადაპტირებულია ♿