ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის შემაჯამებელი გამოფენა

0
715

15 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის შემაჯამებელი გამოფენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ფესტივალის დირექტორი კოტე ნაცვლიშვილი, ფესტივალის არტ-დირექტორი მაია ჩიკვაიძე და მხატვარი ლალი ქუთათელაძე უძღვებოდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

18 ნოემებერს, 12:00 საათზე გაიხსნება 2017 წლის Fest I Nova-ს შემაჯამებელი გამოფენა. აღნიშნული ექსპოზიციით საზეიმოდ დასრულდება ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით „კომუნიკაციის ელემენტები“.

წლევანდელ ფესტივალი, ტრადიციისამებრ, არტ-ვილა გარიყულას შემოქმედებითი რეზიდენციით დაიწყო, რომელიც 6 თვის განმავლობაში – აპრილიდან მოყოლებული, სექტემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. რეზიდენციაში, სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ფესტივალის ორმოცდაორი მონაწილე, რომელთაც სპეციალურად Fest I Nova-სთვის შექმნეს ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების თითქმის ყველა ფორმატში: პერფორმანსი, ინსტალაცია, არტ-ობიექტები, ვიდეოარტი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, „მხატვრის წიგნი“ და სხვა.

2017 წლის ფესტივალი გამორჩეულია მონაწილე ქვეყნების რაოდენობით: ქართველების გარდა, რეზიდენციას სტუმრობდნენ ხელოვანები 14 ქვეყნიდან. (ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ბელგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია, ესპანეთი, საფრანგეთი, ავსტრია).
ფესტივალის ახალი პოლიტიკის მიზანია, წარმოაჩინოს და ქართულ პუბლიკას გააცნოს კავკასიის რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე კულტურული პროცესები და თვითგამოხატვის მეტი თავისუფლება მისცეს იქაურ ხელოვანებს.

ამ პოლიტიკის თანახმად, კავკასიის რეგიონი გაფართოებულად განიხილება – ყურადღების არეალში მოექცა ირანის თანამედროვე ხელოვნება და ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო თეირანისა და თავრიზის ურბანული სუბკულტურის წარმომადგენელი სამი არტისტი. მათ შექმნეს არტ-ობიექტები, ინსტალაციები და სტენსილი.

თემატურად წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში მოექცა 2016 წლის ბოლოს, UNESCO-ს მიერ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ მსოფლიო არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარების ფაქტი და ძმებ ზდანევიჩების მიერ დაარსებული ფუტურისტული გაერთიანება „41◦“ – ის საუკუნოვანი იუბილე.

აქედან გამომდინარე, Fest I Nova’17, ტრადიციული, კონცეპტუალური ინსტალაციების გარდა, შრიფტზე და ზოგადად, გრაფიკულ დიზაინზე იყო კონცენტრირებული – შემაჯამებელი გამოფენისთვის შეიქმნა რამდენიმე არტისტული წიგნი.

არტ-ვილა გარიყულა შემაჯამებელ გამოფენას განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: დამონტაჟდა დროებითი ექსპერიმენტული საგამოფენო პავილიონი , რომელიც თავად წარმოადგენს არტობიექტს; ამის პარალელურად, მოეწყო გრაფიკის სახელოსნო შელკოგრაფიისა და ოფორტის დაზგებით.

წელს, ფუტურისტული გაერთიანება „41 ◦-ის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ზდანევიჩების მემკვიდრეობის კვლევისა და ბეჭდური გრაფიკის განვითარების კონტექსტში, არტ-ვილაში ჩამოვიდნენ ფრანსუა მერე – ილიაზდის არქივის მემკვიდრე, მარიკა ჟანტი – კოკო შანელის არქივარიუსი, ბორის ფრიდმანი – Livre d’Artiste წიგნების მსხვილი კოლექციონერი, და რეჟის გერო – ავანგარდის მკვლევარი და კლერმონ ფერანის უნივერსიტეტის სლავისტიკის პროფესორი.

არტ-ვილა გარიყულა, როგორც „თბილისური ავანგარდის“ ტრადიციის გამგრძელებელი (ცენტრი კირილე ზდანევიჩის შვილიშვილის, მხატვარ ყარამან ქუთათელაძის ჩამოაყალიბებულია 2000 წელს) მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა.

შემაჯამებელი გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ექპონატია ნამუშევარი, სახელწოდებით „ურთიერთობის მრავალფერი ხალიჩა“, რომელიც ლალი ქუთათელაძის კურატორობითა და „თიხის ოფისის“ მხარდაჭერით კერამიკის გალერეა-სახელოსნო White Studio-ში („თეთრი სახელოსნო“) განხორციელდა.

მის შექმნაში სამოცზე მეტი ქართველი მხატვარი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მონაწილეობდა. კერამიკული ფილებისგან შემდგარი კონცეპტუალური ინსტალაცია საშუალებას იძლევა მოხატული გზავნილების რაოდენობა უსასრულოდ გაიზარდოს.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი ფოკუსია საქართველოს ისტორიის საეტაპო მოვლენა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რამაც მომდევნო წლების საქართველოს კულტურისა და საზოგადოების არქიტექტურა უნდა განსაზღვროს. პირველ რიგში, სწორედ ამ მოვლენამ და ზემოთ ჩამოთვლილმა დანარჩენმა ფაქტორებმა განსაზღვრა წლევანდელი ფესტივალის თემა – კომუნიკაციის ელემენტები.

რესპონდენტები:
1. კახი კანდელაკი – კულტურის მინისტრის მოადგილე
2. კოტე ნაცვლიშვილი – ფესტივალის დირექტორი

მონაწილე არტისტები

1. ISY & SOT
2. Stenc Ill
3. ნატო ერისთავი
4. ლალი ქუთათელაძე
5. დათო კუხალაშვილი
6. თინა ცხადაძე
7. დავით ჯანიაშვილი
8. გიორგი ჯანიაშვილი
9. ანუკ ბელუგა
10. გიორგი ხანიაშვილი
11. კარმენ ფეტსი
12. გრეგორ რეტენეგერი
13. კატია კრავცოვა
14. იოში იცაკა
15. ერინ მონტანესი
16. ავიან დ’სუზა
17. რიჩარდ ნისენი
18. მიშელ გაიო
19. ანტუან ბარო
20. ტრისტან-პოლ გეპინი
21. პიერ-ალექსანდრ მარტინა
22. კოლინ სალიერი
23. გივი ნონიკაშვილი
24. ლევან კვარაცხელია
25. ლევან ჭიჭინაძე
26. ელზა ფურტადო
27. ემილ ბადალოვი
28. აითან ალიევა
29. ისკრა ტარანტი
30. ზაურ ჰაჯიზადე
31. ნურლან სულეიმანლი
32. ლეილა ქულიევა
33. შებნემ აბდულაზადე
34. რაიტის ჰროლოვიჩი
35. გრეტე გროსი
36. დანიელა ვეტრა
37. პაბლო დე რადა მონისი
38. მარტინ სობოლევი
39. არიანა მუსეტა
40. Город Устинов

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here