
თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museumsთემით ,,თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია’’, ეპოქის ჭრილში განიხილება სოსო წერეთელისა და მისი მეგობრების მისწრაფება, ყოფილიყვნენ თავისუფალნი და თავი დაეღწიათ საბჭოთა რეჟიმისგან. ვიმსჯელებთ, რამდენად ამართლებს ეს მისწრაფება იმ ტრაგიკულ ფაქტს, რომელიც 1983 წლის 18 ნოემბერს მოხდა.
1983 წლის 18 ნოემბერს, შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ, საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით დასავლეთში მოხვედრა სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო. დანარჩენებს კი, სასჯელის უმაღლესი ფორმა – დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 1984 წლის 3 ოქტომბერს.
მოწვეული სტუმრები: ნათელა მაჭავარიანი (გეგა კობახიძის დედა); ვახო ჩაჩანიძე (მსახიობი, ფილმი ,,მძევლები“); გოჩა ჯაფარიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი); ნინო ენუქიძე (მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); სოფო ყანჩაშვილი (მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ანი კვირიკაშვილი (დოქტორანტი, ილიას უნივერსიტეტი)
შეხვედრის ადგილი: ჭავჭავაძის 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, წიგნის სახლი ლიგამუსი
შეხვედრის დრო: 17:00