0
604

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა გერმანიაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ქ. ბონში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც მაღალი დონის შეხვედრაზე, სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს საქართველოს სახელით ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედებით ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ კატასტროფებსა და ტყის მასივებში გაჩენილ ხანძრებზე გაამახვილა. მისივე განცხადებით, უნდა გატარდეს საადაპტაციო ღონისძიებები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კლიმატის ცვლილებით მიყენებული ზიანი და ზარალი.

ეკატერინე გრიგალავამ იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც ხორციელდება, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რათა შემცირდეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევა ატმოსფეროში.

გამოსვლის დასასრულს, ეკატერინე გრიგალავამ მსოფლიო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რათა მიღწეული იქნას პარიზის შეთანხმების მიზნები 2030 წლისთვის.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია დღეს დასრულდება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here