უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ დასრულდა

კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ დასრულდა. „დიდგორი 2017“-ის ხელმძღვანელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ პირად შემადგენლობას სწავლების წარმატებით დასრულებისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.

„დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მასში მონაწილეობა ათასზე მეტმა სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კორდინაციის გაღრმავება, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here