მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო

0
678

26 ნოემბერს, 18:00-ზე, “წიგნის სახლში ბახტრიონზე” გაიმართება მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო.

სხვა შეხვედრები კი გაიმართება:
20 ნოემბერი – ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე – „შიშები და კომპლექსები“
21 ნოემბერი – გელა ჩარკვიანი – „ინტერვიუ მამასთან – გვიანდელი სტალინური ეპოქა საქართველოში“
27 ნოემბერი – ფსიქოლოგი დიმიტრი ნადირაშვილი – „განწყობის ფსიქოლოგია და თანამედროვე ქართული რეალობა“
30 ნოემბერი – ნინო ქათამაძე – „მუსიკა და ადამიანი“
3 დეკემბერი – რეზო კორინთელი – „ოჯახი“ (დასაწყისი 18:00სთ.)
9, 10, 11 დეკემბერი – ფილოსოფიური ტური გუდაურში (ტურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ 👉 https://goo.gl/vjxZHH)

შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცა –https://goo.gl/AxyDRn

სალონური საუბრები განახლებული ფორმატით გრძელდება. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე.

საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

კვირის დღეებში შეხვედრები იწყება 20:00-ზე, ხოლო კვირა დღეს – 18:00-ზე.

საღამოზე დასწრების საფასურია 30ლარი.
სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის – 25ლარი.

ფასში შედის:
პიცა
ყავა
ღვინო
ნამცხვარი
„გურიელის“ 6 სახეობის ჩაი

პროექტის ორგანიზატორია აზროვნების აკადემია / The Thinking Academy.

სტუმართა რაოდენობა შეზღუდულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ FB-გვერდზე – აზროვნების აკადემია / The Thinking Academy, მეილზე – azrovnebisakademia@gmail.com, ან დაგვიკავშირდეთ – 598607076

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here