Home განათლება განათლების პოლიტიკა!

განათლების პოლიტიკა!

განათლების პოლიტიკა!

26 ნოემბერს, 12:00 საათზე, დიდუბე პლაზაში, საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზაბით გაიმართება ფორუმ/კონკგრესი 250 ადამიანის მონაწილეობით.

✔ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი ადამიანური კაპიტალია. შესაბამისად, განათლება და მეცნიერება ქვეყნის განვითარებისთვის გამორჩეულად პრიორიტეტული, გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სფეროებია. სტუდენტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. პირველ რიგში, სახელმწიფოს ზრუნვის სფეროს სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დარეგულირება უნდა წარმოადგენდეს.

🚫 არ არსებობს კვლევა სტუდენტთა და უმაღლესი განათლეების სიტემის პრობლემების შესახებ, რომელიც ზუსტად გვაჩვენებდა არსებულ რეალობას. არ არსსებობს უნივერსალური დოკუმენტი რომელიც, კვლევაზე დაყრდნობით წინ წამოწევს განსაკუთრებულად მწვავე სტუდენტურ პრობლემებს. დროთა განმავლობაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო მძიმდება.
სწორედ ამიტომ, აღნიშნული ფორუმი იმართება საქართველოს განათლების სისტემაზე და უმაღლესი საგანამანათლებლო დაწაესებულებების პოლიტიკაზე, რასაც საფუძვლად უდევს ახალგაზრდა სოციალისტების მიერ განხორციელებული პროექტი „სტუდენტები საქართველოდან“ და კვლევა „სტუდენტების დამოკიდებულება უმაღლესი სასწავლებლების მიმართ“ (რ-ბა 1800).

👉 აღნიშნული პროექტი ემსახურება სტუდენტების პრობლემების წინ წამოწევას საზოგადოებაში და გადაჭრის გზების მოძიებას, უშუალოდ სტუდენტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან განათლების საკითხში და სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად. პროექტის ფარგლებში ჩატარებული რაოდენობრივი კვლევა (1800), რომელიც მოიცავს 5 საუნივერსიტეტო ქალაქს (თბილისი, ბათუმი, ქუთაისისი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე რომლის ანალოგი არ მოიპოვება, გვაძლევს შესაძლებლობას არსებობდეს სტატისტიკური მონაცემი, რომელზე დაყრდნობით შევძლებთ სტუდენტურ პრობლემემზე არგუმენტირებულად საუბარს, ასევე ინფორმირებას იმის თაობაზე თუ რამდენად ხელმისაწვდომი, სტუდენტებზე მორგებული/ადაპტირებული და ხარისხიანია საქართველოში უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებები.

🤝🗣👂 აღნიშნულ თემაზე, ვრცლად ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორებიდან და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დისკუსიის რეჟიმში, მოისმინონ გადაწყვეტილების მიმღები პირების ხედვა განათლების სისტემაზე.

‼❗🗣 ასევე, გაიმართება ორგანიზაციის რიგით მე-9 კონგრესი, სადაც აირჩევა ახალი გამგეობა, 11 წევრიანი შემადგენლობით, ორგანიზაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი. განხილული იქნება და დამტკიცდება ორგანიზაციის პოლიტიკური დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here